დუმენკო: ჩვენ სერიოზული ნაბიჯი გადავდგით ლავრაში უკრაინული ლოცვის დასაბრუნებლად

03 დეკემბერი 2022 09:48
0
ეპიფანე დუმენკო ტრაპეზზე.ფოტო :скриншот ютуб-канала Новое время ეპიფანე დუმენკო ტრაპეზზე.ფოტო :скриншот ютуб-канала Новое время

მეუ-ს ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა კიევ-პეჩორის ლავრაში შესასვლელად გადადგმულ ნაბიჯებზე.

სერგეი დუმენკომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ მეუ-მ გადადგა "სერიოზული ნაბიჯი კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინული ლოცვის დასაბრუნებლად".

დუმენკომ გააფრთხილა თავისი მომხრეები, რომ ლავრის ერთბაშად დაპყრობა შეუძლებელია და  მათ მოთმინებისკენ მოუწოდა. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ლავრაში მეუ-ს შესვლის პროცესი უკვე დაწყებულია: „ზოგიერთი აღშფოთებულია, რადგან უნდა, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყოს. მაგრამ უნდა დააფასოთ მომხდარის მნიშვნელობა - დღეს უკრაინულმა ლავრამ მართლაც შეიძინა სუბიექტურობა, თუმცა ის ჯერ კიდევ ახალშობილს ჰგავს“.

დუმენკო ხედავს „ღვთის ხელს“ უმე-ის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებებში და ის მორწმუნეებს, რომლებიც მზად არიან დაიცვან თავიანთი სალოცავი, უწოდებს „უკრაინის მტრებს“, რომლებიც „დღეს ცდილობენ აღშფოთების პროვოცირებას, მაგრამ, როგორც ადრე, ისინი წარმატებას არ მიაღწევენ."

„ღმერთი ჩვენთანაა, რაც ნიშნავს, რომ კარგი საქმე, რომელშიც დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, აუცილებლად დასრულდება ეკლესიისა და უკრაინის სულიერი გამარჯვებით“, - დაასრულა სერგეი პეტროვიჩმა პუბლიკაცია.

მანამდე მჟკ წერდა, რომ დუმენკომ ქრისტეს სიტყვებს ანდაზა უწოდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ