ალბანეთის ეკლესიამ კვლავ უარი თქვა მეუ-ს აღიარებაზე

15 ნოემბერი 2022 19:23
0
ალბანეთის მართმადიდებლური ეკლესიის სინოდი. ფოტო: romfea.gr ალბანეთის მართმადიდებლური ეკლესიის სინოდი. ფოტო: romfea.gr

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ არ დაეთანხმა ფანარის მხრიდან მეუ-სთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესს. ინფორმაციას romfea.gr ავრცელებს.

ალბანეთის ეკლესიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ არ მოიტანა მშვიდობა და ერთიანობა და ამ გადაწყვეტილების შედეგები "არასახარბიელოა მთელი მართლმადიდებლობისთვის".

ასევე, სინოდის განცხადებაში ნათქვამია, რომ „სქიზმის ყველა შემთხვევა, ისევე როგორც სხვადასხვა დაავადება, ერთნაირი მკურნალობით არ იკურნება და ყველას თავისი მეთოდი სჭირდება“, ამიტომ არ უნდა შევადაროთ ალბანეთის ეკლესიის ავტოკეფალია და ტომოსი მეუ-ს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარში ალბანეთის ეკლესიამ განაცხადა, რომ მათ არ შეუცვლიათ პოზიცია მეუ-სთან დაკავშირებით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ