კალენდარული ბრძოლები- წვდომა იულიუსისა და გრიგორიანული კალენდრების თაობაზე

Пасху, как и раньше, все Церкви вычисляют по Юлианскому летоисчислению. Фото: trendsmap.com

კალენდარული დავები მრავალი წელია არ ცხრება. ახალი და ძველი საეკლესიო კალენდრის თემაზე სპეციალისტებიც და უბრალო ხალხიც კამათობს. სინამდვილეში ვინაა მართალი ამ დავაში?

25 დეკემბერს კათოლიკეები და ასევე 15-დან 11 მართლმადიდებლური ეკლესია (იერუსალიმის, რუსული, ქართული და სერბულის გარდა) ქრისტეს შობას ზეიმობს. კალენდარული დავა მისი წარმოქმნის მომენტიდან დღემდე გრძელდება. ახალი და ძველი საეკლესიო კალენდრის თემაზე კამათობენ სპეციალისტებიც და უბრალო ადამიანებიც.  ჩვენი ხალხი მგზნებარე და ფიცხია საკუთარი მოსაზრებების დაცვაში, ამიტომაც ზოგიერთი, დისკუსიის დროს, კოცონზე დაწვაზეც თანახმაა, ოღონდაც არ თქვას უარი იმ კალენდარულ ტრადიციაზე, რომელსაც მიეჩვია.

მართალია, ქრისტიანობაში არაა მოძღვრება რაიმე წელთაღრიცხვის საკრალიზაციის შესახებ, მაგრამ არსებობს რიგი ფაქტორი და მათზე უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება. მოდით, გავერკვეთ ამაში.

თავიდან აღსანიშნავია, რომ ნახსენები თერთმეტი მართლმადიდებელი ეკლესია ცხოვრობს ახალი იულიუსის კალენდრის მიხედვით, მაშინ როცა მთელი დასავლური სამყარო -გრიგორიანულით. ეს ორი პრინციპულად განსხვავებული კალენდარი, უბრალოდ მათი თარიღები სრულად დაემთხვევა 2800 წლამდე. მესმის, რომ ასე შორეულ მომავალში ჩვენ წვდომა არ გვექნება და არავინ იცის, იარსებებს თუ არა ჩვენი სამყარო იქამდე, მაგრამ მათ მაინც გააჩნიათ განსხვავებული გამოთვლის პრინციპები.

ქრისტიანობააში არ არსებობს  მოძღვრება რაიმე წელთაღრიცხვის საკრალიზაციის შესახებ, მაგრამ არსებობს რიგი სხვა ფაქტორი და მათზე ღირს ყურადღების გამახვილება.

იულიუსის კალენდარი შემოღებულ იქნა იულიუს ცეზარის მიერ ქრისტეშობამდე 45 წელს, ხოლო ის შეიმუშავეს ალექსანდრიელმა ასტრონომებმა სოზიგენეს მეთაურობით. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, თავიდან ახალი კალენდარული წლის ზეიმობის ტრადიციას სათავე დაედო მესოპოტამიაში და ის ემთხვეოდა გაზაფხულის დროს და ეძღვნებოდა უზენაეს ღვთაება მარდუქს. დროთა განმავლობაში ის გადაეცა ბერძნებს, იქვე კი რომაელებს, სადაც განმტკიცებულ იქნა ცეზარის შესაბამისი განკარგულებით. იულიუსის კალენდრის თანახმად წელიწადი შედგება 365,25 დღისგან. 1 იანვარი, როგორც წლის დასაწყისი, უბრალოდ როდი იქნა შერჩეული. სწორედ ამ დღეს რომაელი კონსულები შეუდგნენ თავიანთ საქმიანობას. წელთაღრიცხვის ათვლის წერტილად აღებულ იქნა ქრისტეშობამდე 747 წელი - რომის დაარსების თარიღი.

„ქრისტეშობიდან“ წლების აღრიცხვაზე გადასვლა მოხდა VI საუკუნეში. და ეს ასე იყო.

გვაინდელი რომის პერიოდში წელთაღრიცხვის პერიოდი წარმოებდა იმპერატორ დიოკლეტიანეს მეფობის დაწყებიდან ანუ 284 წლიდან. ამ ათვლის წერტილის საფუძველზე შედგა პასქალური ცხრილებიც. ცვლილებები განხორციელდა პაპი იოანე I დროს, რომელმაც ბერ დიონისე მცირეს დაავალა აღდგომის დღესაწაულის ახალი ცხრილების შედგენა. ამ უკანასკნელმა, ისარგებლა რა ალექსანდრიის პასქალიით, არ მოისურვა ათვლის დაწყება უწმინდური იმპერატორისგან, დიოკლეტიანე კი მაინც შევიდა ისტორიაში, როგორც ქრისტიანების მდევნელი.

თუმცა, მაგალითად, კოპტები აღდგომას ამ დრომდე ანგარიშობენ სწორედ დიოკლეტიანეს ეპოქიდან. არ შეიძლება ითქვას, რომ ეს ცუდია, რამდენადაც მას მათთანაც ეწოდება „მოწამეთა ერა“ - შეგახსენებთ, რომ დიოკლეტიანემ მისი მეფობის ბოლო ორ წელიწადში „დიდი დევნა“ განახორციელა.

ამდენად, დიონისე მცირეს შემოაქვს წელთაღრიცხვა „ქრისტეს ხორცშესხმიდან“, რომელიც თანდათან ხდება საყოველთაოდ მიღებული. თუმცა უნდა ითქვას, რომ თავის გამოთვლებში მან დაუშვა შეცდომა და თანმხლები მოვლენების თარიღიდან გამომდინარე, მაცხოვარი დაიბადა ქრისტეშობამდე 12-4 წლებს შორის ინტერვალში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. მინდა დავამატო, რომ მოცემულმა ფაქტმა არავინ უნდა შეაცბუნოს, რამდენადაც ქრისტიანები ყოველთვის აკეთებდნენ აქცენტს არა ქრისტეს შობის ზუსტ დათარიღებაზე, არამედ მისი მსოფლიო, მხსნელის მნიშვნელობაზე.

სიტყვისთვის, 25 დეკემბერი/7 იანვარი ასევე არ არის ის დღე, როცა ჩვენი უფალი მოევლინა ქვეყნიერებას. ეს თარიღი არჩეულ იქნა იუპიეტრის ღვთაების საპატივსაცემოდ გავრცელებული წარმართული ზეიმის ცვლილების სახით.

284 და 322 წლებს შორის შედგა ალექსანდრიის პასქალია, სწორედ რომ იულიუსის კალენდრის საფუძველზე, რომელიც მოგვიანებით იქნა საყოველთაოდ აღიარებული.

ტყუილად არ ვახსენე სწორედ ალექსანდრიის პასქალური ცხრილები, რამდენადაც მათ უკავშირდება უძველესი დავა აღდგომის ზეიმის თარიღის შესახებ, რომელსაც კავშირი აქვს ჩვენს პრობლემასთან. შეგახსენებთ, რომ ეს დავა წარმოიქმნა II საუკუნის ბოლოს და პრაქტიკულად IV საუკუნემდე გაგრძელდა. მცირე აზიის ეკლესიები, ცენტრით ეფესოში, აღდგომას იუდეველებთან ერთად ზეიმობდნენ ანუ 14 ნისანს, ხოლო დანარჩენები - პირველ კვირას, რომელიც 14 ნისანის შემდეგ დგებოდა. ამ უთანხმოებამ გამოიწვია სქიზმაც კი. დეტალებში ჩაღრმავების გარეშე, უნდა აღინიშნოს, რომ 284 და 322 წლებს შორის შედგენილ იქნა ალექსანდრიის პასქალია, სწორედ რომ იულიუსის კალენდრის საფუძველზე, რომელიც მოგვიანებით სწორედ რომ საყოველთაოდ აღიარებული გახდა. ეს ტრადიცია განმტკიცდა I მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებით, რომლის შემდეგაც წმინდა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, არმყოფ  ეპისკოპოსებს  შემდეგი რამ მისწერა:

„აქ ასევე განხილულ იქნა წმინდა აღდგომის დღის შესახებ, საერთო აზრით კი საუკეთესოდ იქნა მიჩნეული ის ვიზეიმოთ ყველგან და ყველამ ერთ დღეს... რამეთუ რა შეიძლება იყოს იმაზე სასურველი და მისაღები ჩვენთვის, რომ ერთიანი წესდებითა და სათანადო სახით, შეუცდომლად ვიდღესასწაულოთ ეს საზეიმო დღე, როცა აღდგომის იმედი მივიღეთ... ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში  და ესოდენ საზეიმო ღვთისმსახურების ჩატარებისას საკმაოდ მიუღებელია უთანხმოების გამოხატვა“.

   პაპმა გრიგოლ XIII შემოიღო გრიგორიანული სტილი, რომლის მიხედვითაც მთელი სამყარო ცხოვრობს. ფოტო: eadaily.com

ზოგადად, მოცემულ საკითხში იმ დროიდან ყველა ცხოვრობდა და არ დარდობდა, სანამ პაპმა გრიგოლ XIII 1582 წელს არ გადაწყვიტა გაესწორებინა იულიუსის კალენდრის ცდომილება. სწორედ მან შემოიღო გრიგორიანული სტილი, რომლის მიხედვითაც ახლა მთელი სამყარო ცხოვრობს. პონტიფიკის გამოთვლების თანახმად, წელიწადი შედგება 365,2423 დღისგან. შედეგად, XVI საუკუნის ბოლოს განსხვავება კალენდრებს შორის შეადგენდა 10, დღეისათვის კი- 13 დღეს.

ზოგადად, მოცემულ საკითხში იმ დროიდან ყველა ცხოვრობდა და არ დარდობდა, სანამ პაპმა გრიგოლ XIII 1582 წელს არ გადაწყვიტა გაესწორებინა იულიუსის კალენდრის ცდომილება. სწორედ მან შემოიღო გრიგორიანული სტილი, რომლის მიხედვითაც ახლა მთელი სამყარო ცხოვრობს. პონტიფიკის გამოთვლების თანახმად, წელიწადი შედგება 365,2423 დღისგან. შედეგად, XVI საუკუნის ბოლოს განსხვავება კალენდრებს შორის შეადგენდა 10, დღეისათვის კი- 13 დღეს.

თუმცა, აღნიშნული წელთაღრიცხვის გარდა, არსებობს კიდევ წლიური ციკლის სამეცნიერო ცნება. როგორც გვახსოვს, წელიწადს ვუწოდებთ დროის პერიოდს, რომელიც უდრის მზის გარშემო დედამიწის დაახლოებით ერთ ბრუნვას. მე ვახსენებ დაახლოებითს, რადგანაც აქაც არის თავისი ნიუანსები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ავიღებთ ათვლის წერტილად. არსებობს სიდერიული (ან ვარსკვლავური), ტროპიკული, ანომალისტური და დრაკონის წელი. ყველაზე პოპულარულია ვარსკვლავიერი და ტროპიკული. სწორედ მათზე შევჩერდებით.

ამდენად, ვარსკვლავიერის წელი განისაზღვრება ცის სფეროში მზის ხილული წლიური ბრუნვის საფუძველზე უძრავ ვარსკვლავებთან მიმართებაში და შეადგენს 365,2564 წელს. ტროპიკული კი იანგარიშება გაზაფხულის ბუნიობის წერტილებს შორის ერთმანეთის მიყოლებით მზის ორ გავლას შორის  დროის შუალედის მიხედვით. მარტივი გაანგარიშება საშუალებას იძლევა ვისაუბროთ, რომ სიდერიული წელი უფრო ზუსტია, რადგანაც მისი ცვლილებები ას წელიწადში შეადგენს +0,11X10-6 , მაშინ როცა ეს მაჩვენებლი ტროპიკულ წელიწადში უდრის -6,16X10-6

საკმარისი მარტივი გაანგარიშება იმის მისახვედრად, რომ იულიუსის კალენდარი უფრო ზუსტია.

ახლა კი, როცა ჩვენ შევადარებთ იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს ვარსკვლავიერთან, დავინახავთ, რომ ისინი შესაბამისად განსხვავდებიან მისგან 0,00175% და 0,0038%-ით. ასე რომ, იულიუსის კალენდარი უფრო ზუსტია. როცა პაპმა გრიგოლ XIII შემოიღო თავისი წელთაღრიცხვის სისტემა დასავლეთში, ამას მოჰყვა დაუყოვნებლივი რეაქცია მართლმადიდებელი აღმოსავლეთის მხრიდან. 1583 წელს კონსტანტინოპოლში ხდება საეკლესიო კრების მოწვევა, რომლის დადგენილებაშიც ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს:

„ვინც არ მისდევს ეკლესიის წესებს და იმას, რაც ბრძანა შვიდმა წმინდა საეკლესიო მსოფლიო კრებამ წმინდა აღდგომის შესახებ და საეკლესიო კალენდრისა და სიკეთის შესახებ გვიბრძანა მისი დაცვა,  ისურვა გამოვიყენოთ გრიგორიანული პასქალია და საეკლესიო კალენდარი, ის უღვთო ასტრონომებთან ერთად წინააღმდეგობას უწევს წმინდა საეკლესიო კრების ყველა განსაზღვრებას და სურს მათი შესუსტება და შეცვლა - დაე, გადაეცეს ანათემას, რომელიც განკვეთილია ქრისტეს ეკლესიისგან და მორწმუნეთა კრებიდან“.

ამჟამად, უკვე გაერკვია რა გრიგორიანულ კალენდართან დაკავშირებით, მართლმადიდებელმა ეკლესიამ კიდევ გაიარა ოთხას წელზე მეტი, სანამ ბელგრადის უნივერსიტეტის ასტრონომმა მილუტინ მილანკოვიჩმა 1923 წელს არ შეიმუშავა ახალი იულიუსის წელთაღრიცხვა გრიგორიანულისადმი უფრო სრულყოფილი ალტერნატივის სახით. გამოთვლით დეტალებში ჩაღრმავების გარეშე აღსანიშნავია, რომ ცდომილების თავიდან ასაცილებლად, მილანკოვიჩმა თავისი კალენდარი ააგო არა 400-წლიანი, არამედ უფრო რთული, 900 წლიანი ციკლით. მასში (გრიგორიანულისგან განსხვავებით, სადაც ნაკიანად ითვლება წლები, რომელთა რიგითი ნომრები იყოფა 4-ზე ნაშთის გარეშე), ნაკიანს წარმოადგენს ასევე ის წლები, რომლებიც 900-ზე დაყოფისას ნაშთში იძლევიან 2 ან 6 (2000, 2900, 3800 და ა.შ.).

მიიჩნევა, რომ 400 წლის განმავლობაში გრიგორიანულ კალენდარში შედის 303 მარტივი და 97 ნაკიანი წელი, ხოლო  იულიუსის ახალ კალენდარში, შესაბამისად, 900 წლის განმავლობაში - 682 და 218. ამ წელთაღრიცხვებს შორის ერთი დღე-ღამის სხვაობა 43500 წელზე ადის და როგორც თავიდან აღვნიშნე, 2800 წლამდე ის სულ დაემთხვევა.

კონსტანტინოპოლის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთისა და პოლონეთის ეკლესია იულიუსის ახალ კალენდარზე გადავიდა 1924 წელს, ალექსანდრიის -1929 წელს, ანტიოქიის - 1948 წელს, ბულგარეთის - 1968 წელს. საბერძნეთისთვის, ბულგარეთისა და რუმინეთისთვის კალენდარული რეფორმა ვერ განხორციელდა ე.წ. ძველი სტილის განხეთქილების გარეშე, ზოგიერთი კი დღემდე არსებობს. თუმცა, აღდგომას, ისევე როგორც ადრე, ყველა ეკლესია ანგარიშობს იულიუსის წელთაღრიცხვით, აღდგომის გრიგორიანულ სტილზე გადასვლა წარმოქმნის რიგ ანომალიას, როგორიცაა მაგალითად, პეტრე-პავლობის მარხვის გაქრობა.

*   *   *

ბუნებრივია, რომ განსხვავება გრიგორიანულ და იულიუსის ახალ კალენდრებს შორის უბრალო ხალხისთვის უცნობია. პირნციპში, დღეისათვის ის წარმოადგენს მხოლოდ თეორიულს და არანაირად არ აისახება პრაქტიკაში, ამიტომაც ეს ორი წელთაღრიცხვა ფაქტიურად ერთმანეთში ირევა და აღიქმება, როგორც ერთი. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ღირს ყური დავუგდოთ მიტროპოლიტ ანტონის (ვადკოვსკის) სიტყვებს:

„იულიუსის კალენდარი მისი საეკლესიო პრაქტიკასთან მიმართებაში, ყველა შემთხვევაში, წარმოადგენს საიმედო ღუზას, რომელიც აკავებს მართლმადიდებლებს სხვა ქრისტიანების სამყაროს მიერ საბოლოო შთანთქმისგან, წარმოადგენს ერთგვარ ნიშანს, რომლის ქვეშაც მართლმადიდებელი შვილები ერთიანდებიან. მართლმადიდებელი შვილებიდან ერთ-ერთის ნებას, გამოგვეყოს ჩვენ საეკლესიო პრაქტიკაში და სხვა ქრისტიანებთან თანხმობაში იაროს, მთელი მოჩვენებითი სარგებლის გათვალისწინებით და დოგმატის განსხვავების გარეშე, შეიძლება ჰქონდეს მომავალში არასასურველი და დამღუპველი შედეგებიც კი მსოფლიო ეკლესიის კეთილდღეობისთვის  და შეიძლება იქცეს იარაღად მისი მტრების ხელში, რომლებიც მართლმადიდებელ ხალხთა ინტერსის მიზეზით ოდითგან ირაზმებიან მსოფლიო ერთიანობისკენ“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus