პოლ გოგენის "ყვითელი ქრისტე" და "მწვანე ქრისტე"

ამ ზაფხულს პოლ გოგენის დაბადებიდან 172 წელი გავიდა. ეს თარიღი, მრგვალი არ არის, თუმცა ხელს არ გვიშლის, გოგენსა და მის შემოქმედებაზე ვისაუბროთ.

პოლ გოგენის (1848-1903), ფრანგი გრაფიკოსის, მხატვარის, კერამიკოსის და მოქანდაკის კალამს ეკუთვნის ქრისტეს ამსახველი ორი გამორჩეული ნახატი, რომლებიც ასახავენ საზოგადოების სულიერ მდგომარეობას. 

ნახატების შექმნის საფუძველი იყო ჯვარცმა, ნახატები დამონტაჟდა ბრეტანის გზებზე და მხატვრის მიერ მონახულ სამლოცველოებში. 

მხატვარმა საღებავისა და ხატვის ტექნიკის დახმარებით გადმოგვცა ქრისტეს ტანჯვასა და საზოგადოების გულგრილობას შორის განსხვავება, ასევე თავად ქრისტეს მიერ, მისნაირად ტანჯულების დაცვა.

თითოეული სურათი გვიჩვენებს, თუ რა არის თავად მაყურებლის გონებისთვის უფრო ახლოს. ქრისტიანისთვის კი მჟღავდება ქრისტიანული სწავლება, ადამიანის წინაშე ღვთის შეწევის გამოსახულება.

* * *

ფრანგი მამისა და პერუელი დედის შვილი, გოგენი 7 წლამდე  ცხოვრობდა პერუს დედაქალაქ ლიმაში, სადაც ბავშვობის შთაბეჭდილებებმა, ეროვნულ კოსტიუმებში გაბატონებულმა მკვეთრმა ფერებმა და ეგზოტიკურმა ბუნებამ დაუტოვეს წარუშლელი სურვილი მოგზაურობისა და ტროპიკებისკენ. 

ბავშვობაში დაკარგა მამა, ხოლო შემდეგ ახალგაზრდობაში დედა, გოგენი შემდეგ მიატოვა დანიელმა მეუღლემ, რომელმაც ვერ აიტანა პოლის ღრმა გატაცება მხატვრობისადმი. ყოფილმა მეუღლემ თან ხუთი შვილიც წაიყვანა.

სინამდვილეში, გოგენმა ხატვა შემთხვევით დაიწყო. "მეზღვაურობის" დამთავრების შემდეგ იყო ლოცმანის თანაშემწე და მთელი მსოფლიო გადაცურა. დედის სურვილით, რომელიც მასში ვერ ხედავდა ექსტრავერტულ ბუნებას, მან ბროკერის კარიერა გაიკეთა, რომელშიც ნახატების კოლექციონერმა, დედის მეგობარმა შეუწყო ხელი. ასე რომ, გოგენმა ნახატების შეგროვება დაიწყო და თანდათანობით თავად დაიწყო მათი ხატვა. 

მხატვრობით გატაცებულმა, 11 წლის განმავლობაში მან მიატოვა ბირჟა, შემოსავალი და მეუღლესთან გაცილებულმა დატოვა დანია, ცხოვრობდა პარიზში, პონტ-ავენში (ბრეტანში), მარტინიკაში (კარიბის ზღვაზე), პანამაში, არლში. 

სიცოცხლის ბოლო 14 წელი (1891-1903) გოგენი ცხოვრობდა ტაიტიში და მარკესის ერთ – ერთ კუნძულ ჰივა ოაში, სადაც დაწერა თავისი საუკეთესო ნამუშევრები: მოთხრობები, პეიზაჟები და ჟურნალისტური ესკიზები. პოლ გოგენის ცხოვრებამ საფუძველი ჩაუყარა სომერსტ მოემეს რომანს „მთვარე და ექვსპენიანი".

ოკეანიაში გამგზავრებამდე ორი წლით ადრე, ბრეტანში, პონტ-ავენში, გოგენმა შექმნა რამდენიმე ნახატი, მათგან აღსანიშნავია ორი, რომლებიც მან 1889 წელს დაწერა: "ყვითელი ქრისტე" და "მწვანე ქრისტე". ისინი განასახიერებენ ეგზოტიკას, რელიგიურ განცდას და სამყაროს საკუთარ ხედვას, მის შეუგოებლობას.

პოლ გოგენის ნახატი "ყვითელი ქრისტე". 1889 წ.

"ყვითელი ქრისტე" არის ნახატი, რომელშიც პოლ გოგენი დროსა და სივრცეს უცვლის ქრისტეს ჯვარზეგაკვრის ეპიზოდს და გადააქვს ის მე-19 საუკუნეში, იმ რეგიონში, სადაც ის 1886 წლიდან ცხოვრობდა. ნახატზე გამოსახულია ქრისტე გოლგოთაზე, თუმცა არა იერუსალიმში, არამედ პონტ-ავენთან ახლოს მდებარე სოფელში.

”საწყალი და დამწუხრებული ქრისტე ... ყვითლად შეღებილი” ”ყვითელში ჩაძირული კამპანიის” ფონზე [1]. შეიძლება თუ არა ეს აღწერა სიმართლე იყოს? ბრეტონული სოფლის პეიზაჟი, ადგილ-ადგილ ხეებით მოფენილი, წითელი და ყვითელი ყვავილებით გაბრწყინებული, სურათი აქცენტირებულია მდიდარი ყვითელი ფერით, რომელიც გამოხატულია და ხორცშესხმულია ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულებასთან, მოხატული შავი და მწვანე კონტურით.

გოგენის იესოში შთამბეჭდავად არის გადმოცემული მისი სახის კონტურები და პირველ რიგში, პოლიქრომული ხის ჯვარცმა. ჯვარი გარშემორტყმულია რამდენიმე ბრეტონელი გლეხის ქალით, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი, თითქოს ისინი ღვთისმოსავი ევანგელური ქალები იყვნენ.

ჯვარცმის ამ ორიგინალ, სოფლის ფონზე წარმოდგენილ ინტერპრეტაციაში, გოგენის მიერ პირველად არის სრულყოფილად გამოყენებული, მისი კლუზონიზმის ტექნიკა, რაც ვლინდება ნახატის კონტურებსა და ფერებში.

ცნობისმოყვარეობათვისკლუზონიზმი  არის ფრანგული მხატვრობის სტილი, რომლის არსია სქელი ხაზების გამოყენებით მკაფიოდ განსაზღვროს ნახატის ელემენტების საზღვარი, რომლებიც დახატულია სხვადასხვა საღებავით, რაც ქმნის დეკორატიულ ეფექტს, სივრცის ჩვეულებრივი პრესპექტივის დარღვევით.

სინამდვილეში, "ყვითელ ქრისტე" -ში გოგენი არ იყენებს ფერს ნატურალისტური გზით, რეალობის ზუსტად გადმოცემის განზრახვით, არამედ ავრცელებს რეალურ ფერებს მხოლოდ ფართო ერთგვაროვან ფონზე, განსაზღვრული კონტურებით. 

ამრიგად, სამი ძირითადი ფერის (ყვითელი, ლურჯი და წითელი) ეფექტური გამოყენება, რასაც ახასიათებს ძლიერი ორგანზომილებიანობა, ქმნის დეკორატიულ რიტმს,  რომელიც განსხვავდება ბრეტონულ ეკლესიებში არსებული გოთური ფანჯრებისაგან, შუა საუკუნეების და შორეული აღმოსავლეთის გრავიურების მინანქრებისაგან, რომელსაც გოგენი განსაკუთრებით აფასებდა.

გეომეტრიულად კარგად განსაზღვრული კომპოზიციის დასასრულებლად, (ტილოს ცენტრალური ხაზი მიჰყვება სწორ ჯვარს, რომელიც ქმნის რიტმს ფერწერულ სივრცეში), მოთავსებულია გამარტივებული, შეკუმშული, სინკრეტული ფიგურები: ამ თვალსაზრისით, ჩვენ აღვნიშნავთ ბრეტონელი გლეხი ქალების ფერწერულ უნარს. თავად გოგენმა, გასაკვირი არ არის, რომ მისი სტილი განსაზღვრა, როგორც "სინკრეტიზმი", "მოკლედ", "ლაკონურობა" [2].

სიმშვიდე, ქალთა მშვიდი პოზები, ყვითელი ფერის სიმდიდრე, საკუთარი საქმეებით დაკავებული გლეხი უკანა ფონზე, ეს ყველაფერი მკვეთრად ეწინააღმდეგება ჯვარზე მომხდარს: ქრისტეს ტანჯვას, ყველაფრის მიმართ აპათიას ესაზღვრება. სურათის ფერს, მის შეუსაბამობას ავსებს მდიდარი ყვითელი ფერი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სიხარულის, სიმშვიდისა და სიმშვიდის გადმოსაცემად.

„ყვითელი ქრისტეში“ გოგენი ცდილობდა გაეგო და აესახა ქრისტეს ტანჯვისა და ადამიანური გულგრილობის წინააღმდეგობრივი ხასიათი. თვალში მოსახვედრია სიუჟეტის ნაწილების არათანმიმდევრულობა, რასაც ნახატის შინაარსი აბსურდულ წერტილამდე მიაქვს: ქრისტეს თხელი ჯვარცმული ფიგურა და ბრეტონული ტრადიციული ლანდშაფტი, ასევე გლეხი ქალები მშვიდობიანად და გულგრილად მოთავსებულნი ჯვართან. ჯვარცმული ქრისტეს სახე, ტანჯვითა და წამებით სავსე, არანაირ ინტერესს არ იწვევს დამსწრე გლეხ ქალებში.

პოლ გოგენის ნახატი "მწვანე ქრისტე". 1889 გ.

ნახატი "მწვანე ქრისტე" ან ჯვარცმის ბრეტონული გამოსახულება "ყვითელ ქრისტესთან" ერთად ითვლება სიმბოლისტური მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ნამუშევრად მხატვრობაში.

წინა პლანზე, ჯვარცმის ძირში, ბრეტონელი ქალია, კალათით ხელში. იგი დაღლილად გამოიყურება, თითქოს წამოდგომას აპირებს. მის უკან - სამი ქალი გლოვობს ჯვრიდან აღებულ მკვდარ იესოს. მისი მარჯვენა ხელი ვერტიკალურად კიდია, ხელისგული გახსნილია მაყურებლისკენ.

წინა პლანზე ქალი, როგორც ჩანს, ემალება ფონზე გამოსახულ ორ ფიგურას და ჯვარცმული ქრისტე ფარავს მას მათგან. ქრისტეც და ქალიც თითქმის ერთ პოზაში არიან მოქცეულნი, რაც ხაზს უსვამს ქრისტესა და ქალის ტანჯვასა შორის კავშირს, რაც პირველი ხალხის დაცემით აღინიშნა.

გოლგოთა - ბრეტანის ქალაქის მოედნებზე გავრცელებული მოვლენაა. ხის ჯვარცმა დაბალ კვარცხლბეკზე მოგვაგონებს ნიზონის ძველი შუასაუკუნეების ძეგლის ფრაგმენტს, რომელიც დროსთან ერთად გამწვანდა. გოგენმა ასახა ჯვარცმა, რომელიც მან ზღვის პირას კლუარ-კარნოეს დიუნებზე გადაიტანა.

არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ გოგენი ბოლომდე არ იყო კმაყოფილი მიღწეული ეფექტით. ფიგურები მის გოლგოთაზე საკმაოდ ზედაპირულია და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მხატვარმა მიატოვა თავისი ნამუშევარი, რადგან ის აღმოჩნდა მისთვის ძალიან რთული. ან იქნებ იმიტომ, რომ მას არ შეეძლო აეხსნა რელიგიური იდეები, რომლებიც ტილოზეც უნდა გამოესახა.

როგორც არ უნდა იყოს, ნახატები "მწვანე ქრისტე" და "ყვითელი ქრისტე" პოლ გოგენის შემოქმედების ბრეტონული პერიოდის ერთ-ერთი სანიმუშო ნამუშევრებია. ისინი თამამად შეიძლება ჩაითვალონ, პოლიგენიაში გოგენის მიერ შექმნილი რელიგიური ფერწერის წინამორბედებად და ზოგადად - მსოფლიო მხატვრობაში სიმბოლიზმის საკვანძო ნამუშევრებად.

საკვანძო სიტყვები: კულტურა
თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus