„საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრში, ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი“, კლაივ ლუსის ამ გამონათქვამის უკან სიმართლე იმალება.
მღვდელმა ერთხელ დიდგვაროვან ოჯახში ისადილა. სადილის შემდეგ, როცა მღვდელი უკვე წასული იყო, დიასახლისმა მეუღლეს უთხრა:
- "მგონი მან ჩვენი კოვზი ხელს გააყოლა".
ქალს ეს საკითხი მთელი წელი გულს უღღრნიდა. ერთი წლის შემდეგ მღვდელი ისევ ეწვია მათ სადილზე. დიასახლისმა ვერ მოითმინა და მას ჰკითხა:
- " თქვენ მოიპარეთ ჩვენი კოვზი"?
მღვდელმა მშვიდად მიუგო:
- " არა, მე ის მხოლოდ თქვენს ბიბლიაში ჩავდე".