მე, შენ, ის, ანუ რა საშიშროება იმალება"გენდერულ - თანასწორობა-" ში

13 იანვარი 2021 18:09
0
მზაკვართა მზაკვრობა, როდესაც ცდილობენ ადამიანი გახადონ ღმერთი და თვითშემოქმედი. ფოტო: СПЖ მზაკვართა მზაკვრობა, როდესაც ცდილობენ ადამიანი გახადონ ღმერთი და თვითშემოქმედი. ფოტო: СПЖ

ახლახან ბ-ნმა შკარლეტმა განაცხადა, რომ სასკოლო სახელმძვანელოებს გადაწერენ გენდერული თანასწორობის გათვალისწინებით. სასაცილოდ ჟღერს, სამწუხარო რომ არ იყოს...

ახლახანს უკრაინის განათლების მინისტრმა ბ-ნმა შკარლეტმა განაცხადა, რომ გადაწერენ სახელმძღვანელოებს, სადაც გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობა. შესაძლებელია სხვა პრობლემა არაა ჩვენს განათლებაში, რადგანაც განათლების სამინისტრო ყოველ ორ წელიწადში ცვლის სახელმძღვანელოებს: ღირსების რეზოლუცია- გადავწერეთ, მეუ-ს ტომოსი -გადავწერეთ, ახლა აგერ მოვედით გენდერულ თანასწორობასთან.

ეს რა, მორიგი მცდელობაა გასწორდეს უთანასწორო, რომელიც შეფუთულია ჰუმანიზმით, ტოლერანტობით და პატივისცემით? ან შეიძლება უბრალოდ ნიადაგის შემზადებაა უფრო დიდი გლობალური ცვლილებებისა საზოგადოებრივ ცნობიერებაში? მოდით შევეცადოთ ამ ყველაფერი შევხედოთ ღვთისმეტყველების თვალსაზრისით და საღი გონებით.

ლგბტ-ს, იუვენალური იუსტიციისა და ფემინიზმის მიმართ ტოლერანტობა, თავიდან ფეხებამდე გადაბრუნებული მოძრაობაა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, გენდერული თანასწორობა -ეს ყველაფერი ეს ერთ ბაღში დაკრეფილი ხილია და ძალიან კარგად ჩანს, ფეხები საიდან იზრდება. რთულია ეს ხელწერა შეგეშალოს: ლამაზი, თითქოს ყოველგვარი ძალდატანების გარეშეა მოწოდებული,აქვს კეთილი მიზანი და როგორც შედეგი-იდეა ლეგალიზებულია სახელმწიფო დონეზე. სავაჭრო კანონით, როგორც წესი, ლამაზი შეფუთვით ცდილობენ დამალონ შიგთავსის ნაკლი, რეკლამირებას კი უკეთებენ მხოლოდ იმას, რაც ცუდად იყიდება. რთული არაა შევნიშნოთ, როგორ გეგმაზომიერად, სისტემატურად და რაც მთავარია, სისტემურად ცდილობენ თავს მოგვახვიონ იდეები, რომლებიც გონიერებას აშკარად დაშორებულია და მით უფრო, არაფერი საერთო არა აქვთ  სახარებასთან.

თუმცა ხომ მუშაობს ოვერტონის ფანჯარა! ჯერ კიდევ 20 წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა და ვითარდება დღესაც "განვითარებულ" ქვეყნებში და მთელს მსოფლიოში, ზუსტად ჩვენს თვალწინ. აი ზოგიერთი მათგანი:

-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციაში ფსიქიკური აშლილობის ჩამონათვალიდან ამოღებულია "ტრანსსექსუალიზმი" და "გენდერული შეუსაბამობა ბავშვის ასაკში";

-ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური დოკუმენტის შეტანილ ცვლილებებში გათვალისწინებული გენდერული ნეიტრალობა;

-ზოგ ქვეყანაში შესულია მოსახლეობის აღწერის ახალი წესები, ურთიერთობა მხარეებთან შესაძლებელია მხოლოდ გენდერული ნეიტრალობის გათვალისწინები;

-გენდერულ აღზრდაზე დაყრდნობით სკოლებში ახალი სასწავლო პროგრამების და საგნების საყოველთაო გამოჩენა;

 -ზოგიერთ ქვეყნებში მიღებულია კანონები, რომლის თანახმად ცნება ოჯახი, როგორც კაცისა და ქალის კავშირი, შეცვლილია 2 ადამიანის კავშირით, მამა და დედა ჩანაცვლებულია "მშობელი 1" და "მშობელი 2";

 -მთელს პლანეტაზე აქტიურად ამუშავდნენ სახელმწიფო პროგრამები სქესის შეცვლაზე, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

როგორც ვხედავთ, ყველა საფეხური "წარმოუდგენელიდან" "ლეგალურამდე" ევროპასა და აშშ-ში უკვე გავლილია, ახლა უკვე შეიძლება "ჩამორჩენილ" ქვეყნებში დაინერგოს. გვაქვს თუ არა ჩვენ არჩევანი, და როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები ასეთი "დახმარებისაგან"? სამწუხაროდ, ჩვენთვის არ უკუთხავთ და ყველაფერი ჩვენს გარეშე გადაწყვიტეს. რა ვქნათ? როგორც მინიმუმ უნდა გვესმოდეს და ვიაზრებდეთ პრობლემის სიღრმეს: ვინც გაფრთხილებულია,ის შეიარაღებულია და აღქმის შესაძლებლობის ფარგლებში უნდა ავუხსნათ ეს ბავშვებს.

 

მზად რომ ვიყოთ ასეთი საუბრებისათვის და საერთოდ, დემონების წინააღმდეგობისათვის, უფრო დეტალურად განვიხილოთ საკითხის არსი.

მანიპულაცია და მზაკვრობა

სისხლის სამართლის დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში იწყება 14-16 წლის ასაკიდან, ხმის მიცემის უფლება ახალგაზრდებს აქვთ 18 წლიდან. სიგარეტი და ალკოჰოლი მაღაზიებში ასევე არ იყიდება პირებზე, რომელთაც 18 წელი არ შესრულებია. მაშინ იმის განსაზღვრას, ვინ ხარ შენ, ბიჭი თუ გოგო, რატომ სთავაზობენ ჩვენს შვილებს უკვე სკოლის დაწყებით კლასებში?  ზუსტად მაშინ, როდესაც ბავშვი გადის სქესობრივი მომწიფების პერიოდს და ჯერ არ ჩამოყალიბებულა არც ფიზიოლოგიურად, არც ფსიქოლოგიურად   მამაკაცია თუ ქალი, მას კი უკვე სთავაზობენ დამოუკიდებლად მიიღოს საბედისწერო გადაწყვეტილება სქესის შეცვლაზე. ,, თქვენ რას გვეუბნებით,-შეგვეწინააღმდეგებიან ჩვენ.- ჩვენ მხოლოდ ვთავაზობთ დაფიქრდნენ, რომ იყო სხვა ეს ცუდი არაა, უკეთესიცაა, რომ ბავშვმა შეძლოს სრულფასოვნად თავისი თავის რეალიზება საკუთარი შინაგანი იდენტიფიკაციის შესაბამისად."

რომელ შინაგან იდენტიფიკაციაზე შეიძლება მიდიოდეს საუბარი იმ ასაკში, როდესაც ადამიანს არ გააჩნია უმცირესი გამოცდილება, ცოდნა საკუთარ თავზე და გარემოზე, როდესაც ბავშვის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებია, ემოციები კი არ ეტევათ? რა ამაღლებულ, დაფიქრებულ და რაციონალურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ძირეულად შეცვლის მთელ მის ცხოვრებას, შეიძლება მიდიოდეს საუბარი?

გენდერული განათლების აპოგეაა ქიმიური ჰორმონალური კორექცია და სქესის შეცვლის ოპერაცია. მაგრამ იმ ფერად ბროშურებში სქესობრივი იდენტობის თავისუფალი არჩევისას სარგებლობასა და სილამაზეზე სიტყვა არ არის ნათქვამი იმაზე, რომ  ასეთი "კორექციის" შემდეგ ადამიანი ხშირად უნაყოფო ხდება და არ შეუძლია გახდეს მამა ან დედა. ყოველ შემთვევაში, აქაც გამოჩნდებიან დამხმარეები: გაგვანათლებენ და მოგვიყვებიან ულტრათანამედროვეობის ყველა  ხიბლზე  და სუბკულტურა "childfree"-ის მეგაკომფორტულობაზე.

ფაქტობრივად, ყველაფერთან ერთად გამოდის, რომ თვით იდეა სქესის შეცვლისა აბსოლუტურად ასოციალურია და კაციობრიობა მიყავს მოსპობისკენ. მაგრამ რატომღაც არცერთი ადამიანის უფლების დამცველი არ ყვირის ყოველ კუთხეში გენოციდზე ან დანაშაულზე კაცობრიობის წინაშე.

მაგრამ, ასეთ საეჭვო უფლებებს ბავშვებს ახლა აძლევენ სულ უფრო ხშირად და ხშირად, შეიძლება ითქვას, უფრო სწრაფად ახვევენ თავს. ასეთი ტრაგიკული გადაწყვეტილებების შედეგს ჩვენც ყველანაირად გვიჩვენებენ მორცხვად, მიუხედავად იმისა, რომ არ ამბობენ იმათზე, ვინც გაიზარდა და დაინახა მომხდარის მთელი საშინელება. ამ მხრივ კარგი მაგალითია და თითქოს დამამშვიდებელია კირა ბელის პროცესი.

 კირა ბელმა მოზარდ ასაკში გაიარა ტრანს-კორექცია, შემდეგ უარი თქვა ტრანსგენდერობაზე და დაუბრუნდა თავის ბიოლოგიურ სქესს, მოუგო სასამართლო ტავისტოკის და პორტმანის გენდერის კლინიკებს. ტავოსტოკის და პორტმანის გენდერული  კლინიკები პრაქტიკაში ახორციელებენ  ტრანსგენდერულ კორექციას მოზარდ ასაკში  და ამ თავის მოღვაწეობაში  ყველანაირი მხარდაჭერით სარგებლობენ ყველა დონეზე.

ვინ იცის, რამდენი ადამიანი , ვისი სიცოცხლეც დასახიჩრდა ამგვარი კლინიკების მოღვაწეობით, ამჯობინებენ ჩრდილში ყოფნას, ვერ ბედავენ აჩვენონ მსოფლიოს თავისი დასახიჩრებული სხეულები და სულები და არ აქვთ ძალა აღიარონ ბავშვობაში მიღებული მცდარი გადაწყვეტილება. მაგრამ კირა ასეთი არაა.

მან გადაწყვიტა გაეხმაურებინა თავისი სევდიანი ისტორია და ეჩივლა სასამართლოში კლინიკებისთვის, რომლებიც ასახიჩრებენ ბავშვებს.

სრულყოფილი ქმნილება

სრულყოფილი შემოქმედი

რაც შეეხება შეხედულებას ამ სისაძაგლეზე , სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ღვთისმეტყველების თვალსაზრისით, აქ ყველაფერი  მარტივადაა. როგორც თიხას არ შეუძლია გაუგოს მექოთნეს, და ქოთანი არ ეუბნება მას, რომ არასწორად შექმნა, ასევე ადამიანს არ შეუძლია თავისი შემოქმედის გაგება და უფლება არააქვს უთხრას, რომ ის შეცდა, როდესაც მას ქმნიდა. თუმცა გენდერული საკითხი მაინც შეიძლება ასე დავაყენოთ: თუ ღმერთი-სრულყოფილი შემოქმედია, მაშინ მისი ქმნილება-ადამიანი უნდა ყოფილიყო სრულყოფილი და თვითკმაყოფილი, რატომ შექმნა მაშინ ღმერთმა ევა? წმინდა მამებს ამის სხვადასხვა ახსნა აქვთ: ადამი-ევა-მათი შვილი- სამების პირველსახეა. ევა შექმნილია ცოდვით დაცემის წინა პერიოდში იმისათვის, რომ გამხდარიყო ადამის თანამდგომი და შვილების გაჩენის გზით შეენახა კაცობრიობა.

ამ კონტექსტს კარგად მიესადაგება წმინდა მაქსიმე აღმსარებლის პასუხი, რომელიც ამბობს, რომ სინამდვილეში ადამი იყო სრულყოფილი და თვითკმაყოფილი ქმნილება და ევა, რომელსაც ადამისგან განსხვავებით აქვს შესანიშნავი სულიერი აგებულება, შექმნილი იყო იმისათვის, რომ ადამი და ევა სიყვარულში სრულყოფილიყვნენ და სიყვარულიდან წინააღმდეგობაში. ამიტომ სქესის შეცვლა, ეს არის ეჭვის შეტანა ჩვენი, ადამიანების მიმართ ღვთის სიბრძნესა და გულმოწყალებაზე. ამის შემდეგაა- მტრობა ღმრთისადმი, სურვილი მისი "შეცდომის" გამოსწორების. ამ შემთხვევაში არც კი უშვებენ აზრს, რომ შეიძლება  ეს მე არ ვარ მართალი ჩემი სქესობრივი იდენტიფიკაციის შეცნობისას.

ჭეშმარიტად მზაკვრობაა, როდესაც სოციუმის ცენტრში ღმერთის ნაცვლად აყენებენ არა უბრალოდ ჰუმანიზმს, ე.ი.ადამიანს თავისი ახირებებით, არამედ თვით ადამიანი უნდათ შერაცხონ ღმერთად და თავისი თავის შემოქმედად.

ასევე შეგვიძლია პარალელი გავავლოთ სექტანტობასთან, რომლის დამახასიათებელი თვისებაა ახალმეტყველება, ე.ი. ახალი სიტყვების გამოგონება, რომელიც დამახასიათებელია კონკრეტული სექტის ან სუბკულტურისთვის, რომ ლინგვისტიკური დონეზე შეაღწიოს ადამიანის ცნობიერებაში და მყარად ჩაიბეჭდოს. რად ღირს ეს "სასიამოვნო" სმენისათვის სიტყვები, ახლახანს შემოტანილი უკრაინულ ენაზე: «соціологиня, психологиня, інженерка, поетка, членкиня, лікарка, колежанка»  და სხვ.

დიდ ბრიტანეთში წავიდნენ უფრო წინ, ნაცვალსახელებს: "he", "she" დაამატეს "ze" (შუალედური, სულიერ.-რედ.), მათთვის, ვისაც ვერ გაუცნობიერებია თავისი სქესი,  არავინ რომ არ დარჩეს ნაწყენი, მოსახლეობის აღწერისას და სკოლებში სიტყვების "teacher, student" (მასწავლებელი, სტუდენტი და ა.შ.) ნაცვლად თავაზობენ გამოიყენონ "teachers, students" (მასწავლებლები, სტუდენტები, მრ. რიცხ.).  ასევე თავაზობენ ნეიტრალურ-გენდერულ სახელწოდებებს პროფესიებში. ნაცვლად "policemen, fireman, congressman" (პოლიციელი, მეხანძრე, კონგრესმენი), იყენებენ სიტყვებს "police officer, fire figter, member of Congress" (პოლიციის ოფიცერი, ხანძართან მებრძოლი, კონგრესის წევრი...) და ა.შ.  ღმერთი არ გაგიწყრეთ შეგეშალოთ და ვინმეს არ აწყენინოთ დაასახელოთ ის მისი ბიოლოგიური სქესის შესაბამისად. ამაზე შესაძლებელია მიიღოთ ძალზე კონკრეტული სასჯელი: სამუშაოდან განთავისუფლებით დაწყებული, ჯარიმით და ციხეში ჩაჯდომით დამთავრებული.

ჟღერს წარმოუდგენლად. ვხედავთ, ჩვენც ამისთვის გვამზადებენ, ხატავენ ჩვენთვის ასეთივე რეალობას 10 წლის მერე, შესაძლოა 5 წლის.

*   *   *

ჩვენ არ შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ მთელ მსოფლიოზე, მაგრამ შეგვიძლია საკუთარი ქმედების გაკონტროლება და ახლობლების ცხოვრებაზე გავლენა. საკმაოდ გონიერი იქნება ამ სიტუაციაში მშვიდად და გონივრულად მოვეკიდოთ იმას, რასაც თავს გვახვევენ და შევუსაბამოთ ეს საღ აზრს და ღვთის განზრახვას ჩვენზე: შეთავაზებულიდან ავიღოთ მხოლოდ კარგი, ამოიკვეთოს ბოროტი, აქტიურად ჩავებათ შვილების აღზრდაში, ვიბრძოლოთ მათი სულების გადარჩენისთვის, რისთვისაც პასუხს ვაგებთ ღმრთის წინაშე. სამწუხაროდ, როგორც თქვა წმინდა პაისი მთაწმინდელმა "გამოქვაბულში ჯდომა არ გამოგვივა", "იყავით ფხიზელნი, მღვიძარენი, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს" (1პეტრ. 5:8).

სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ, მოვიკრიბოთ მოთმინების უნარი, და ყოველგვარ განსაცდელში ვისრაფოდეთ უფალთან ყოფნას და ვცდილობდეთ მისი მცნებების შესრულებას, დაე, უფალი იყოს ჩვენი ყველას შემწე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ