კარანტინის შედეგები: კაცია ადამიანი?

რაც არ უნდა დიდი იყოს მიმდინარე პანდემიის მასშტაბი, იგი არ არის უნიკალური ან გამორჩეული. ფოტო: oslobodjenje.ba

„საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრში, ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი“, კლაივ ლუსის ამ გამონათქვამის უკან სიმართლე იმალება.

კარანტინი უკვე იმდენი ხანი გრძელდება, რომ თითქოს ყველა შეეგუა შეზღუდვებს საჯარო ტრანსპორტში, მობეზრებულ ნიღბებს, რომელთა გაკეთება გვიწევს ყველგან და ყოველთვის, ალბათ მხოლოდ სახლში ვართ მათგან თავისუფალი, უცხოეთში მოგზაურობის შეზღუდვა და ა.შ.. ამ ყველაფერში უკვე არაფერი გასაოცარი არ არის, კარანტინი არის კარანტინი.

თუმცა არა, არის რაღაც, რასაც ვერ ვეგუებით. ჩვენ, ადამიანებს გაგვიჩნდა ერთმანეთის შიში.

რაც არ უნდა დიდი იყოს მიმდინარე პანდემიის მასშტაბი, იგი არ არის უნიკალური ან გამორჩეული. მსოფლიოს აქვს ასეთი მასშტაბის ეპიდემიებთან ბრძოლის გამოცდილება, ისევე როგორც კარანტინების და სხვა მრავალი მოვლენის ამ სფეროში.

თუმცა, ასეთი გაუცხოება ადამიანებს შორის უთუოდ გამორჩეული და უნიკალური მოვლენაა.

მასობრივი და ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიების მიხედვით, პანდემიის საფუძვლად, არა კოვიდ ვირუსი, არამედ ადამიანია მიჩნეული.

ვირუსის შიშთან ერთად, ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთის შიში. არა ყველამ, რა თქმა უნდა - გარკვეულმა ნაწილმა, თუმცა თავად ფაქტი საგულისხმოა. ინტერნეტის და სწრაფი ინფორმაციის მიმოსვლის ფონზე, არ შეიძლება ეს საკითხი სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს. რეალურად შედეგი უკვე სახეზეა: ბევრი ადამიანი ნებისმიერ სიახლოვეს განიხილავს როგორც ვირუსის გადადების შესაძლო საფრთხეს.

ჩვენ გვეშინია ახლობლებთან კონტაქტი, მათში დავიწყეთ პოტენციური საფრთხის დანახვა. ეს რატომ და როგორ დაგვემართა?

საშუალოსტატისტიკური თანამედროვე ადამიანი თავისი ბუნებით არის სუსტი, ინფანტიური და მშიშარა. ამასთან, იგი არ ერიდება და ნორმალურად მიიჩნევს საკუთარ სულიერ თვისებებს.

შედეგად, უკვე ერთი წელია, ირღვევა ჩვენი მორალური პრინციპები: სხვადასხვა აგრესიული სოც. მედია პოსტებით, ერთმანეთის მიმართ ქუჩაში ძალადობით, პირბადეებისა და სხვა ატრიბუტიკი გამო თვითაღსრულებითა და ტრანსპორტში ჩხუბით.

პოლიციელების გამოძახებით, კარანტინის წესების დარღვევის გამო, რესტონრებში და მაღაზიების მიმართ, რომლებშიც არც კი აპირებთ შესვლას.

ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ადამიანმა ჯერ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს, აკეთოს ის, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი, ზოგიერთს ცხოვრებამ აჩვენა, რომ ასე მოქცევა არის სწორი, თუმცა ყველაზე მწარე ცხოვრებისეულმა გამოცდილებებმაც კი ვერ მოახერხეს და დაუკარგეს ადამიანებს სხვა ადამიანებში და ღმერთის რწმენა.

ის, რაც აქამდე ვერ შეძლეს გამოუსწორებელმა პესიმისტებმა, თავად ცხოვრებამ, მის ყველაზე ცუდ გამოვლინებაში, მოულოდნელად გააკეთა ვირუსმა. ჩვენ გაგვიჩნდა ახლობლების შიში, მათში დავიწყეთ პოტენციური საფრთხის ძიება, როგორ შეიძლებოდა ეს დაგვმართნოდა, ჩვენ, ადამიანებს?

ყველაზე მთავარ ღირებულად იქცა არა ზოგადად ადამიანის სიცოცხლე, არამედ კონკრეტულიად „ჩემი სიცოცხლე“. ნორმად იქცა, ყველა უმეცრობა და ახვრობა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.

ყველაფერი ტრივიალურია. ათწლეულების განმავლობაში, დასავლეთის ქვეყნების ამოსავალი წერტილი გახდათ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება - ადამიანის სიცოცხლე. სწორედ ეს იყო  საბჭოთა დროის პროდასავლელი ადამიანების მთავარი არგუმენტი, ისინი იძახდნენ: „ჩვენთან - ლენინი, პარტია და სხვა ფასეულობებია, მათთან - ადამიანის სიცოცხლე.“

რაც ნამდვილად სწორი იყო, თუმცა მათ არ იცოდნენ მთავარი. სწორედ იმ დროს, დასავლეთში ამ ღირებულებებში გაჩნდა ბზარი, შეიცვალა აქცენტები: ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება გახდა არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლე, არამედ კონკრეტულად „ჩემი სიცოცხლე“.  ამ ღირებულების დასაცავად, ნებისმიერი ახვრობა და ღორობა გახდა ნორმა, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მოტივით.

ზოგჯერ მაინც მჟღავნდება ხოლმე საღი აზრი: მაგალითად, „კოსტა კონკურდიის“ კაპიტანის მიერ გემის დატოვება არ არის უკანასკნელი მაგალითი, რომელსაც რეალური ციხე მიუსაჯეს, იმის გამო, რომ მისმა ქმედებებმა, საკუთარი თავის გადასარჩენად გამოიწვია ათობით ადამიანის სიკვდილი.

თუმცა სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ უბრალო ევროპელები, კაპიტალის საქციელის გაკიცვასთან ერთად, გულის სიღრმეში გაგებით ეკიდებოდნენ მის საქციელს. როგორ! მან ხომ საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინა. გემის ჩაძირვის შედეგად ათეულობით ადამიანის ნაცვლად რამდენიმე რომ მომვკდარიყო, იტყოდნენ - ყოფილიყო თავისუფალი!

საბჭოთ ადამიანმა კი, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კომპლექსები ვერ გადალახა, დაეჯახა მოსაზრებას, რომ მხოლოდ მისი სიცოცხლეა ამოსავალი. რა ახლობლის სიყვარულზე შეიძლება აქ ფიქტი? ადამიანობის დაკარგვაზეა საუბარი.

ისტორიულად ისე განვითარდა მოვლენები, რომ დასავლეთის ყველაზე მოწინავე გამოცდილებაც კი, ჩვენთან გადმოღებული, ისე იცვლის სახეს, რომ დასავლეთშიც გიჟდებიან, გავიხსენოთ მარქსიზმი, თუნდაც კაპიტალიზმი და თუ საუბარია რაიმე უკვე ნეგატიურის გადმოღებაზე, მისი გადმოღება და მორგება საბჭოთა ხალხისთვის არაფრის პოზიტიურის მომტანი არ შეიძლება იყოს.

ასე გამოვიდა, რომ ხალხი, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კომპლექსების გადალახვა ვერ შეძლო, დაეჯახა მოსაზრებას, რომ მხოლოდ მისი სიცოცხლეა ამოსავალი ღირებულება. რა ახლობლის სიყვარულზე შეიძლება აქ ფიქრი? აქ ხომ ელემენტალური ადამიანობის დაკარგვაზეა საუბარი.

თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლის განმავლობაში, ბევრმა ადამიანმა არა მხოლოდ დაკარგა ადამიანობა, არამედ ეს გააკეთეს განზრახ, ცოტაოდენი წუხილის გარეშე კი, ხოლო პანდემიამ ამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა, გამოავლინა ის, რაც აქამდე არ ჩანდა.

მეორე, არანაკლები პრობლემა ის გახლავთ, რომ პანდემიის დაწყებიდან, ადამიანმება შეწყვიტეს ცხოვრება, აქ საუბარი არ არის გარდაცვლილებსა თუ ავადმყოფებზე, საუბარია სრულიად ჯანმრთელ ადამიანებზე. იმათზე, რომლებმაც ვირუსის შიშით შეწყვიტეს ახლობლებთან ურთიერთობა, ჩაიკეტნენ ოთხ კედელში. იმათზე, ვინც ცხოვრობს დეზინფექციის სითხესთან ერთად. იმათზე ვინც საუბრის დაწყებამდე ნიღბის გაკეთებას ითხოვს. საუბარია იმათე, ვინც ახლო ნათესავებსაც უცნაურად ესალმება, სხეულის არაშესაბამისი ნაწილით.

ნამდვილი ცხოვრება არის ღმერთში და მის კანონებში და არა სიკვდილთან გამუდმებულ ბრძოლაში.

დააკვირდით ასეთ ადამიანებს. მათ სჯერათ, რომ ცხოვრობენ, იმისთვის, რომ იცხოვრონ, იცავენ უსაფრთხოების ყველა ნორმას, თუმცა რამდენად ასეა რეალურად? ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ ეს ცხოვრობაა? ეს არ არის ცხოვრება, არამედ ეს არის სიკვდილთან ბრძოლა თითოეული დღისათვის. ასეთი ადამიანები ცხოვრობენ პრინციპით: „შენ მოკვდი დღეს, მე კი -ხვალ“, მთავარია არა დღეს, ვისაც უნდა ის მოკვდეს, მხოლოდ არ ვიყო მე.

და ეს ცხოვრებაა? რანაირი ცხოვრებაა, თუ ადამიანი რეალურად არ ცხოვრობს? სავსე მკერდით არ სუნთქავს, ფართოდ გახელილი თვალით არ ადევნებს მსოფლიოს, მის ფერთა მრავალფეროვნებას, არ უყვარს, არ სჯერა. თუ ეს ცხოვრებაა, მაშინ რა არის სიკვდილი?

* * *

ბევრი კითხვა გააჩინა კორონავირუსმა, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები, მათგან არც ერთია უპასუხო. ამ პასუხების პოვნა ბიბლიაშია შესაძლებელი, რაც დაგეხმარებათ ღირსეულად გაუმკლავდეთ მძიმე პერიოდს, მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ უნდა იურთიერთოთ ახლობელთან და უცხოსთან, მოგცემთ სიმამაცეს და რწმენას, რაც ასე ძალიან გვჭირდება ამ დროს. საკმარისი გონება, რომ გვქონოდა ჩვენ მივხვდებოდით, რომ ნამდვილი ცხოვრება არის ღმერთში და მის კანონებში და არა სიკვდილთან გამუდმებულ ბრძოლაში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus