ტრანსგენდერი ბავშვები:დანაშაულებრივი იდეოლოგია და მისი მსხვერპლები

ჯო ბაიდენი მხარს უჭერს არასრულწლოვანების სქესის შეცვლას. ფოტო: მჟკ

ბრიტანეთში ახალგაზრდა ქალმა მოუგო ექიმებს სასამართლო,რომლებმაც დააზიანეს ის ბავშვობაში, აშშ-ში ბაიდენი ემხრობა 8 წლის ბავშვის სქესის შეცვლას.რა ხდება სამყაროში?

ამ დღეებში ორი ინგლისურენოვანი ახალი ამბავი აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში - აშშ-ში ჯო ბაიდენმა მხურვალედ დაუჭირა მხარი ქალს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი 8 წლის ბავშვი „ტრანსგენდერია“; ბრიტანეთში მოხდა რაღაც საპირისპირო - სასამართლომ მხარი დაუჭირა კირა ბელის სარჩელს კლინიკისადმი, სადაც მან მოზარდობის ასაკში გაიარა „სქესის შეცვლა“. ექიმებმა ისარგებლეს 15 წლის გოგონას გამოუცდელობით და თავს მოახვიეს „გენდერული გადასვლა“, უკეთებდნენ მძიმე ჰორმონებს, 20 წლის ასაკში კი გაუშვეს ოპერაციაზე მკერდის მოსაკვეთად. მაგრამ ახლა - გოგონა 23 წლისაა - ის მიხვდა, რომ სულაც არ „დაბადებულა სხვის სხეულში“, როგორც შთააგონეს ექიმებმა. მისი სხეული სრულ წესრიგში იყო - უბრალოდ ის იყო დეპრესიაში და საჭიროებდა ფსიქოლოგიურ დახმარებას, ამის მაგივრად ის სამუდამოდ დაამახინჯეს.

გამოდის, რომ ეს სასამართლო სარჩელი არა მარტო აბსოლუტურად მოსალოდნელია, არამედ მოსალოდნელია ისიც, რომ ასეთი სარჩელი იქნება ბევრი.

„კეთილმოსურნეთა“ მსხვერპლები - ვინ არიან ისინი?

ამ სიტუაციაში არაფერი უჩვეულო არ არის. ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვმა (ან მოზარდმა), ან თუნდაც ყოველგვარი პრობლემების გარეშე, უბრალოდ შემთხვევით უწოდა თავს გოგო პერსონაჟის სახელი მულტსერიალიდან. იდეოლოგიურად მოტივირებული მშობლები მიილტვოდნენ, რომ დაემტკიცებინათ ერთგულება პროგრესის გამოძახილისთვის და აი, მიეცათ კიდევაც ამის საშუალება. და არა იმდენად მშობლები, რამდენადაც კონსულტანტები, რომლებიც მათ თავში უნერგავდნენ, რომ მათი შვილი უთუოდ თავს მოიკლავს, თუ არ გაზრდიდნენ მას როგორც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს, ამზადებდნენ ჰორმონალური „თერაპიისთვის“ და „სქესის შეცვლის“ ოპერაციისთვის. წამოზრდილი მსხვერპლი აღმოაჩენდა, რომ შეეწირა საშინელ  ღალატს იმ ხალხის მხრიდან, ვისგანაც ელოდა სიყვარულსა და ზრუნვას - მშობლებისგან და პროფესიონალ მედიკოსებისგან. სამუდამოდ დამახინჯებულები, ფსიქოლოგიურად, ჰორმონალურად და ფიზიკურად დაზიანებულები -  ისინი ძალიან ახალგაზრდები, დამოკიდებულები და გამოუცდელები იყვნენ იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ამ ყველაფრისთვის.
თუმცა იმის აღიარება, რომ გიღალატეს, მოგატყუეს და გამოგიყენეს, ძალზე მტკივნეულია; მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ტოტალური კულტის გამოცდილება გააჩნიათ - აღიარება, რომ გურუ არა სულიერი მამაა, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს კოსმოსთან, არამედ საშიში ფსიქოპატი, ძნელია მას შემდეგაც კი, როცა ეს აშკარა ხდება, რადგან მათ ბევრი რამ აქვთ ჩადებული ამაში.

ძალიან ძნელია ელაპარაკო ტრანსგენდერული კულტის მსხვერპლებს იმაზე, რომ ისინი უბრალოდ მოატყუეს და დაამახინჯეს. მაგრამ ამ ადამიანთა რიცხვი მომავალში გაიზრდება, რადგან  წამოიზრდებიან ისინი, ვისაც ლგბტ ენთუზიასტები ახლა ჰორმონებით ჭყიპავენ  და ჭრიან.

ჩვენ უნდა შევეცადოთ ვუპასუხოთ კითხვას, რომელიც აუცილებლად უჩნდება იმას, ვინც შორიდან თვალს ადევნებს ამ ყველაფერს. როგორ მივიდნენ ისინი აქამდე? როგორ მოხდა, რომ მშობლები სამუდამოდ ამახინჯებენ საკუთარი შვილების ცხოვრებას - და ეს ყველაფერი მედიისა და ხელისუფლების სრული მხარდაჭერით?

როგორ მოხდა, რომ მშობლები სამუდამოდ ამახინჯებენ საკუთარი შვილების ცხოვრებას - და ეს ყველაფერი მედიისა და ხელისუფლების სრული მხარდაჭერით?

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს მსოფლიოს გარკვეული იდეოლოგიური სურათი, რომლის თანახმად ზოგიერთი ადამიანი იბადება „სხვა სქესის ტვინით (ან გულით)“ და მისჯილი აქვს იტანჯოს „სხვის“ სხეულში. საუკეთესო, რაც შეიძლება მათ გაუკეთოთ - მივიღოთ მათი „ჭეშმარიტი“ ანუ „ტრანსგენდერული“ იდენტობა, აღვზარდოთ როგორც სხვა სქესის წარმომადგენელი, ჩავუტაროთ „თერაპია“, ე.ი. დავტვირთოთ ძლიერი ჰორმონებით, რომლებიც თრგუნავენ სქესობრივი მომწიფების პროცესს და ბოლოს გაუკეთოთ ოპერაცია, რომელიც გარეგნულად მიამსგავსებს მათ საწინააღმდეგო სქესის პირს. თუ ადამიანს დავტოვებთ „სხვის“ სხეულში, ის საშინლად დაიტანჯება და ჩაიდენს თვითმკვლელობას.

ამიტომ ამგვარი კაცთმოყვარე მოქმედების წინააღმდეგ, როგორიც არის „სქესის შეცვლა“ გამოდიან მხოლოდ ბნელი არაადამიანები, ძირითადად რელიგიური ფანატიკოსები. მართალია, ამ სქემაში ბოლომდე ვერ ჯდებიან ფემინისტები, რომლებსაც ვერ დავაბრალებთ ზედმეტ ღვთისნიერებას, მაგრამ ისინი ხედავენ, რომ მთელი ეს „ბრძოლა ტრანსგენდერთა უფლებებისთვის“ ზიანს აყენებს ქალებს. თუმცა არაუშავს, ფემინისტებისთვისაც მოიძებნება ადგილი ჩვენი ტრანსფობული მუქთახორების თბილ საზოგადოებაში.

შეიძლება გსმენიათ კიდევაც ასეთი ამბავი: მზრუნველი მშობლები ყველანაირად ეხმარებიან თავიანთ შვილს, რომელიც დაიბადა „სხვის სხეულში“ და საზიზღარი კონსერვატორი ბოროტმოქმედები, რომლებიც მას ქვებს უშენენ. ამ ამბავს მუდმივად იმეორებს პროგრესული პრესა.

რა აკლია ამ სურათს?

არსებობს გენდერული დისფორია - სულიერი აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი აღიქვამს საკუთარ თავს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლად და საშინლად იტანჯება თავისი „არასწორი“ სხეულის გამო. ეს მძიმე, მტანჯველი მდგომარეობაა, ადამიანი, ვინც ამას განიცდის, საჭიროებს ნუგეშსა და დახმარებას.

თუმცა მშობლები, ვინც შეშფოთებულია თავიანთი შვილების მდგომარეობით, შეიძლება ვანუგეშოთ იმით, რომ ძირითადად  ჰენდერული დისფორიის ნიშნები ბავშვებში ქრება მოზარდობის ასაკისთვის. ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ამჟღავნებს ნიშნებს, რომ  მიაკუთვნოს თავი საწინააღმდეგო სქესს, იზრდებიან სამყაროში თავისი სხეულით. იდეას, რომ ადამიანი შეიძლება დაიბადოს „კაცის ტვინით ქალის სხეულში“ არ აქვს არანაირი ემპირიული მტკიცებულება. ფიზიოლოგიურად „ტრანსგენდერები“ არაფრით არ განსხვავდებიან თავისი სქესის ჯანმრთელი ადამიანებისგან.

იდეას, რომ ადამიანი შეიძლება დაიბადოს „კაცის ტვინით ქალის სხეულში“ არ აქვს არანაირი ემპირიული მტკიცებულება. ფიზიოლოგიურად „ტრანსგენდერები“ არაფრით არ განსხვავდებიან თავისი სქესის ჯანმრთელი ადამიანებისგან. ამ ფაქტის გაქარწყლების მიზნით, ხშირად ხდება ტრანსგენდერებისა და ტრანსსექსუალების აღრევა; ტრანსსექსუალები დაბადებიდან ორივე სქესის მატარებელი პირებია; ეს მეტად იშვიათი მოვლენაა და მას არანაირი კავშირი ტრანსგენდერობასთან არ აქვს. ტრანსგენდერობა სწორედ რომ სულიერი აშლილობაა, მისი გამოვლენა არ ხდება არანაირი გასინჯვით ან ანალიზებით.

კითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ ლგბტ-ს ადეპტებს - საიდან იცით, რომ ბავშვი, რომელიც ჩაწერეთ ტრანსგენდერებში, ნადვილად დაბადებულია „სხვა სხეულში“? საიდან იცით, რომ თუ მას დავანებებთ  თავს, ის არ გაიზრდება სამყაროში თავისი სხეულით, როგორც ეს ხდება უმრავლეს შემთხვევაში?

მედიცინის პირველი პრინციპია „არ ავნო“. რა მოხდება, თუ თქვენ დაუშვებთ შეცდომას და თავს მოახვევთ  „ტრანსგენდერულ იდენტობას“ ბავშვს, რომელიც არ საჭიროებს  დამაზიანებელ ოპერაციებს?

თუ დავუშვებთ, რომ ზოგი ადამიანი იბადება „სხვა სხეულში“ (რასაც ტრანსგენდერების შემთხვევაში არავითარი ემპირიული მტკიცებულება არ აქვს), როგორ გავიგებთ, რომ სწორედ ეს ბავშვი მიეკუთვნება მათ რიცხვს? იქნებ თქვენ უბრალოდ აზიანებთ ბავშვს მცდარი დიაგნოზის საუძველზე?

რით ანსხვავებთ „თანდაყოლილ“ ტრანსგენდერობას (თუ გვჯერა მისი არსებობის)  თავს მოხვეულისგან? ბავშვი მთლიანად დამოკიდებულია უფროსებზე და მათგან მოწონებას ელის; როგორც ერთი ყოფილი ტრანსგენდერი იხსენებდა, ბებია მას აცმევდა ხოლმე  გოგოს კაბას და თბილად ექცეოდა, სანამ ის „გოგო“ იყო ( ინტერვიუ მასთან, აგრეთვე სხვა ყოფილ ტრანსგენდერებთან შეგიძლიათ ნახოთ ფილმში tranzformed). ამიტომ გონებაში ჩაებეჭდა, რომ გოგოდ ყოფნა ბევრად უკეთესია. იქნებ ბავშვები  მიაკუთვნებენ თავს საწინააღმდეგო სქესს იმიტომ, რომ სურთ გაამართლონ უფროსების მოლოდინი?

როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი შეცდომები იმ არანორმალური ენთუზიაზმის ფონზე,რომლითაც ადამიანები გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს? არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება, რომ შესამჩნევად ბევრი ტრანსგენდერი „იბადება“ ლიბერალი მშობლებისგან, რომლებიც ლგბტ იდეოლოგიის ერთგულები არიან.

თუმცა, ეს არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ სტატისტიკაა. ოფიციალური მონაცემებით, შვედეთში 12-17 წლის გოგონების რიცხვი, რომლებიც თავს აცხადებენ „ტრანსგენდერ ბიჭებად“, 2008-2018 წლების პერიოდში გაიზარდა 1500% (საოცარი ციფრია, მაგრამ რეალური - შეგიძლიათ ნახოთ).

ოფიციალური მონაცემებით, შვედეთში 12-17 წლის გოგონების რიცხვი, რომლებიც თავს აცხადებენ „ტრანსგენდერ ბიჭებად“, 2008-2018 წლების პერიოდში გაიზარდა 1500%.

ამას ვერ ავხსნით რაღაც გენეტიკური ანომალიით, რომელიც  უცებ  გაჩნდა (საოცარი დამთხვევით) მხოლოდ შვედეთში, ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც ლგბტ იდეოლოგია სახელმწიფო რანგშია აყვანილი.

ეს მოდისა და ინდიქტრინაციის შედეგია. ამრიგად, ფაქტები მიუთითებენ იმაზე, რომ „ტრანსგენდერობა“ - უმრავლეს შემთხვევაში მაინც - არა თანდაყოლილი, არამედ შექმნილი ფენომენია.

სხვა კულტურულ გარემოში ეს უბედური შვედი (და არა მარტო) გოგონები გაიზრდებოდნენ საკუთარი სხეულით, შექმნიდნენ ოჯახებს, ბედნიერი ცოლები და დედები იქნებოდნენ, ხოლო ტოლერანტულ საზოგადოებაში მათ უწევთ ეგრეთ წოდებული „სქესის კორექცია“ - მძიმე ჰორმონები და დამაზიანებელი ოპერაციები, რომლის შემდეგ ისინი ვერასდროს ვერ შეძლებენ ვერც მეუღლეობას და ვერც დედობას.

რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა მძიმე მასიური დანაშაული?

რატომ უჭერს ხელისუფლება ამას მხარს?

იმიტომ რომ ეს არის კონტროლის დაწესების ფსიქოლოგიურად ძალზე დახვეწილი და ეფექტური ტექნოლოგია, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს იგივე ტოტალიტარულ კულტებშიც. შორიდან შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რატომ ითხოვენ  კულტების ლიდერები ხალხისგან უაზრო, დამამცირებელ და დამქანცველ მოქმედებებს. ერთი შეხედვით, თითქოს ყველა უნდა გაექცეს მათ. მაგრამ შედეგი სულ სხვაა - ადეპტი ძლიერდება კულტის მიმართ ერთგულებაში. რატომ? იმიტომ რომ, რაც უფრო მეტ უაზრო, დამამცირებელ ან თუნდაც დანაშაულებრივ მოქმედებას ჩაიდენს ადამიანი, მით უფრო უჭირს იმის აღიარება, რომ ეს ყველაფერი მან ტყუილად ჩაიდინა - ადამიანი განწყობილია, რომ  გაამართლოს მის მიერ გაღებული მსხვერპლი და შეერწყას იდეოლოგიას, რომლის ფარგლებში ეს ითვლება არა საშინელ და დანაშაულებრივ სისულელედ, არამედ უმაღლესი ქების ღირსად.

რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა მძიმე მასიური დანაშაული?

ტრანსგენდერული იდეოლოგიის ადეპტებმა ან უნდა აღიარონ, რომ ისინი ტყუილად ამახინჯებდნენ ბავშვებს - მათ შორის ხშირად საკუთარსაც - ან  დარჩნენ თავისი სამყაროს ერთგულებაში, მიუხედავად მისი საცრუისა და გააჩუმონ ყველა, ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ამას. ადეპტებისთვის დამახასიათებელი ფანატიზმი, რომლითაც ისინი თავს ესხმიან უარყოფის ყოველგვარ გამოვლინებას, დაკავშირებულია ამ აშკარა არჩევანთან - თუ ეს იდეოლოგია მცდარია, მაშინ ისინი ან საშინელი რეგვენები, ან დამნაშავეები, ან დამნაშავე რეგვენები არიან. ადეპტს სულ ყვირილი უწევს, მტრების მოგერიება, რომ  საკუთარ თავში ეჭვები გააქარწყლოს.

შედეგი მოსალოდნელია - იდეოლოგიური ფანატიკოსების ბრბო, რომლებიც თავს ესხმიან ეკლესიას, პროფესიული ღირსების მქონე მედიკოსებს, სრულიად ლიბერალ ფემინისტებსაც კი და ყველას, ვინც მათ საწინააღმდეგოდ ხმას ამოიღებს.

და თუ  გსურთ გაწმინდოთ საზოგადოება ყველა მსოფლმხედველობისგან, გარდა ერთადერთისა და მოსპოთ სიტყვის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება და სამეცნიერო კვლევის თავისუფლება, ფანატიკოსი ადეპტების ბრბო, რომელთათვის შეცდომის აღიარება დანაშაულის აღიარების ტოლფასია, ეს სწორედ ის არის, რაც თქვენ გჭირდებათ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus