მამები, შვილები და მე-5 მცნება: დავიცვათ თუ ვისარგებლოთ?

მშობლების პატივისცემის მცნების დამახინჯებული გაგება ოჯახური პრობლემების უცვლელი წყაროა. ფოტო: proza.ru

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ბავშვობაში ამ მცნების დაცვა შედარებით ადვილია: გიყვარდეს, დაუჯერე და არ შეუშალო მშობლებს ხელი, რომ უყვარდე.

ბავშობაში ჩვენგან მოითხოვება მშობლების სიყვარული, მათდამი პატივისცემა და მორჩილება, ხოლო როდესაც მშობლები ასაკში არიან - მათ მიმართ მზრუნველობა.

ეს ყოველივე ძალიან მარტივი და ბუნებრივია, თუმცა ჩვენ მაინც ვახერხებთ ამ მცირე მოთხოვნების დარღვევას და ყველაფერი მარტივი, ძალიან რთული ხდება ჩვენთვის.

რთული, იმიტომ რომ ჩვენს დროებაში „ასაკი და გამოცდილება“, „სიბერე და სიბრძნე“ შორსაა ერთმანეთისგან და არაპროპორციულია.

მცნების ბოროტად გამოყენება

დაახლოებით ხუთი წლის წინ, მე მქონდა შესაძლებლობა დავკვირვებოდი ასეთ არაპროპორციულობას.

ყველაფერი იმით დაიწყო რომ ჩემი მორიგეობის დროს, ტაძარში მოვიდა ჩვეულებრივი ახალგაზრდა წყვილი, ასეთები ხშირად მოდიან ხოლმე ჯვრისწერის წინ კატექიზმზე საუბრისთვის.

ისინი კი მოვიდნენ კერძო საუბრისთვის. მიზეზი რა თქმა უნდა დაკავშირებული იყო მომავალ ჯვრისწერასთან, თუმცა ბიჭის მშობლებს არ უნდოდათ ამ გოგონას რძლობა და ჯვრისწერის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.

იმდენად არ უნდოდათ, რომ დაემუქრნენ ქორწინებაზე მშობლების დალოცვას ვერ მიიღებთო. რეალურად ამიტომაც იყვნენ მოსულები.

ახალგაზრდა წყვილი სოფლიდან იყო. ნათესავებმა ორივე დააშინეს, რომ მშობლების დალოცვის გარეშე, მათ არავინ დაწერდა ჯვარს სოფელში.

მე მოვუსმინე მათ: ეს იყო ჩვეულებრივი წყვილი, სერიოზული მიზანით, ბიჭი მუშაობდა, გოგონა სწავლობდა და თან მუშაობდა, ბინაც შერჩეული ჰქონდათ. გაუგებარი იყო რა არ მოსწონდათ მშობლებს ამ გოგონაში.

როგორც არ უნდა ყოფილიყო, მე მოვუსმინე მათ და შევეცადე დამემშვიდებინა.

მშობელთა მიერ დალოცვა - ეს არის მათი მოვალეობა და არა უფლება თუ ამით ვსპეკურიებით, მისი აზრიც იკარგება.

მშობლის დალოცვა - საჭიროა და მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც არაა მთავარი. თუ გადაწყვიტეთ, იქორწინეთ კიდეც, ვუთხარი მე.

მშობლები თუ მიიღებენ - კარგია, არ მიიღებენ - არც ეგაა ტრაგედია, ადრე თუ გვიან შეურიგდებიან ბედს, მერე შვილებიც გაჩნდება და მშობლებიც გულებიც გალღვება.

ახალგაზრდები დამშვიდებულები და კმაყოფილები წავიდნენ და ალბათ დავივიწყებდი კიდეც ამ ამბავს, რამდენიმე დღეში, თავად საქმროს დედა და ბებია, რომ არ მოსულიყო ჩემთან.

კოლორიტული პერსონაჟები, ცოცხალი ფიგურები, სწორედ ისეთები, როგორიც ფილატოვმა ზუსტად და დახვეწილად დაახასიათა თავის ნაწარმოებში.

ჩემი მისვლა და მათი აყაყანება ერთი იყო:

- ო-ოჰ, როგორი დარდია! ოჰ, ღმერ-თო! 

- რა დარდია? - ვიკითხე, თან გავიფიქრე, რადგან ქალებს შავები არ ეცვათ და მათ სახეებზე არ იკითხება დაძაბულობა, რაც ახასიათებს რეანიმაციაში მწოლიარე პაციენტების ნათესავებს, ე.ი. ეს მათი დარდი არც თუ ისე დიდი უბედურება უნდა ყოფილიყო.

- ვაჟი აპირებს დაქორეინებას მამის დალოცვის გარეშე! თქვენ გითქვამთ რომ ეს შესაძლებელია. ეს როგორ შეიძლება? ხალხი რას იტყვის? მივხვდი რა, ვინ იდგა ჩემს წინაშე, როგორც შემეძლო მშვიდად და დამაჯერებლად დავიწყე ახსნა, რომ მათი შვილი/შვილიშვილი უკვე დიდი ბიჭია და თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ მოიყვანოს ცოლად.

სწორედ მან უნდა იცხოვროს თავის ცოლთან.

- და თუ მე ის გოგო არ მინდა? - აღშფოთებულმა მკითხა ერთ-ერთმა მათგანმა.

- და ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? - ვუპასუხე კითხვაზე კითხვით.

- ვაჟის საქმეა - მოძებნოს საცოლე, ხოლო თქვენი საქმეა - დალოცოთ ახალდაქორწინებულები და ამით გაუკვალოთ გზა მომავალ ოჯახურ ცხოვრებაში. ეს უნდა გააკეთოთ, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა სარძლო.

- ღმერთო რისთვის? - გააგრძელა მათგან უმცროსმა.

- ჭკვიანური გადაწყვეტილებით, - ჯერ კიდევ მშვიდად ვპასუხობ მე, - და საღი აზრით. მშობელთა მიერ დალოცვა - ეს არის მათი მოვალეობა და არა უფლება, თუ ამით ვსპეკურიებით, მისი აზრიც იკარგება მთავარი არსია - უფლის მიერ ბოძებული მეხუთე მცნების არასწორი გაგება.

ამას მოყვა რამდენიმე წამიანი პაუზა. ორივე ქალი ხმისამოუღებლად მიმზერდა, გაფართოებული და გაოცებული თვალებით.

მერე ორივე ერთად ალაპარაკდა. რამდენიმე წუთიანი, ხშირი და უწყვეტი სიტყვის ნაკადიდან, გავიგე, რომ ის გოგო არის ლამის ყველა ადამიანური ნაკლის განსახიერებაა, და რომ მასზე სოფელში ისეთებს ამბობენ...

და რომ მათი კარგი და შრომისმოყვარე ბიჭი უბრალოდ კი არ ჩავარდნია ხელში, არამედ ამ საქმეში გოგოს ბებიის ხელიც ურევია, რომელიც ჯადოქარია (რა თქმა უნდა, აბა სოფლის მელოდრამა ჯადოქრის გარეშე გაგონილა?).

კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმისამოუღებლად ვაკვირდებოდი მოვლენების განვითარებას, რომელშიც ჯადოქრის როლი ნელ-ნელა შეავსო ჯერ დედამ და მერე კი თვითონ გოგონამ.

და ისევ, რას იტყვის ხალხი... მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩემმა თანამოსაუბრეებმა რამდენჯერმე გაიხსენეს მშობლების მორჩილების მცნებაც.

მათგან ეს ისმოდა, როგორც მცნება მშობლების მორჩილებისა - საფლავის კარამდე. მათ შორის უფროსმა პირდაპირ მითხრა: „მე დადეჩემს ვემორჩილებოდი მის სიკვდილამდე“.

აღწერილი სიტუაცია მეტ-ნაკლებად კარიკატურულია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ფორმა, არამედ არსი. და არსია - უფლის მიერ ბოძებული მეხუთე მცნების არასწორი გაგება.

მშობლების მორჩილების მცნების არასწორი გაგება ხდება პრობლემის უცვლელი წყარო, არა მარტო მორწმუნეთა ოჯახებში, არამედ იქაც, სადაც განსაკუთრებული რწმენა არ იკვეთება; მაგრამ მათ, ვისაც სჭირდებათ იციან რას გულისხმობს კონკრეტული მცნება და არასდროს გამოიყენებენ მას დავის დამატებით არასწორ არგუმენტად ან მანიპულირების ინსტრუმენტად.

და მაინც რას გულისხმობს მეხუთე მცნება?

რეალურად, გამოსვლათა წიგნში (20:12) და წიგნში მეორე სჯულისა (5:16), აღნიშნული მცნება განმარტებულია ნათლად და არაორაზროვნად: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა.“

რას ნიშნავს უფროსების პატივისცემა? განმარტებითი ლექსიკონების დიდი ნაწილი პატივისცემას ხსნის, როგორც თაყვანისცემისა და ზრუნვის გამოხატვას.

მშობლების პატივისცემა არ არის დამოკიდებული არც შვილის ასაკზე, მის სოციალურ ან მატერიალურ სტატუსზე, არც იმაზე თუ რა დამოკიდებულება აქვთ თავად მშობლებს შვილების მიმართ, მიუხედავად ამ ყველაფრისა შვილებს უნდა უყვარდეთ და ზრუნავდნენ თავიანთ მშობლებზე.

მშობლების მიმართ პატივისცემა ასევე ითვალისწინებს ნებისმიერ დახმარებას და ზრუნვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ, ხანდაზმულობის, სნეულობისა და რთული სოციალური პირობების დროს.

სწორედ ასეთია ქრისტიანული დამოკიდებულება მშობლების მიმართ.

მიუხედავად ყველაფრისა აუცილებელია მშობლების პატივისცემა - ეს არაა დამოკიდებული არც ბავშვების ასაკზე, არც ოჯახის სოციალურ სტატუსზე ან მატერიალურ მდგომარეობაზე და არც იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მშობლებს შვილებისადმი და საკუთარი, როგორც მშობლის, პასუხისმგებლობისადმი.

რა არის მორჩილება? რა თქმა უნდა ისიც აუცილებელია, როგორც ბავშობის, ასევე თინეიჯერობის და მოზრდილობის ასაკში.

მშობლისადმი მორჩილება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ზრდასრული ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელია, როგორც ოჯახური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით, არ არის ვალდებული დაემორჩილოს მშობელს კლასიკური გაგებით, იგი დამოუკიდებელი ადამიანია, მას შეუძლია საკუთარი ცხოვრება თავად განაგოს რაციონალურად.

თუ ვინმეს კამათის სურვილი გაუჩნდა, ვთავაზობ ჯერ გავიხსენოთ, რომ უფლის ხატად შექმნილი ადამიანი არის გონიერი, შეგნებული და თავისუფალი ნების მქონე არსება, რომელსაც შეუძლია არჩევანის გაკეთება და მასზე პასუხისმგებლობის აღება. და ეს ეხება ყველას, ახალგაზრდებსაც, მოხუცებსაც, დაოჯახებულებსაც და დასაოჯახებლებსაც.

მშობლების ამოცანაა - ადამიანის აღზრდა, ზრდასრული ცხოვრებისთვის მომზადება, მათ შორის მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

თუ ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი გონებით ცხოვრება, მუდმივად ეკითხება მშობლებს და ყველაფერში ემორჩილება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ზედმიწევნით კი არ ასრულებს მეხუთე მცნებას, არამედ არის - ფსიქოლოგის მზა პაციენტი. და ისიც კარგია, თუ ფსიქიქტრის არა.

აღსანიშნავია რომ ზრდასრული ბავშვების მართვის სურვილი, როგორც წესი ახასიათებს იმ მშობლებს რომელთა ცხოვრებისეული გამოცდილება ან უკიდურესად ნეგატიურია, ან სრულიად უსარგებლოა, ან საერთოდ არ არსებობს.

ამგვარი სურვილების უკან დგას ან ღრმა კომპექსები, ან დომინანტობისკენ პათოლოგიური ლტოლვა, ან დამღუპველი დამოკიდებულებითი ურთიერთობა, ან საკუთარი ცხოვრებისეული წარუმატებლობები, რომელიც აისახა სურვილში გაიაროს საკუთარი ზრდასრული შვილის ცხოვრება მის მაგივრად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანული მოტივები აქ არაა და არც შეიძლება იყოს.

* * *

ასე რომ, პატივი ვცეთ და ვიზრუნოთ მშობლებზე, როგორც ამას ჩვენგან ითხოვს მეხუთე მცნება, მიუხედავად ყველა სიძნელისა, პრობლემისა და ცრურწმენისა, რაც შეიძლება სუფევდეს ოჯახში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus