უსაქმურობა: შეუმჩნეველი ცოდვაა და სიცოცხლისთვის საშიშია

უსაქმურობა. ფრედერიკ გუდოლი. ფოტო: rceliamendonca.com

დღეს დაუოჯახებელმა ადამიანმაც უნდა იმუშაოს დღეში რვა საათზე მეტი, კვირაში ხუთი დღე, ამის გათვალისწინებით, შეიძლება უსაქმურობა მივიჩინოთ ცოდვად?

ტყუილი, სიძვა, რისხვა და სხვა მოვლენები თანამედროვე სამყაროში მიიჩნევა, როგორც ნორმა და გარდაუვალობა. ამას ვერ ვიტყვით უსაქმურობაზე - იგი ისევე მიიჩნევა მავნებლობად და ბოროტებად, როგორც ძველ დროში მიიჩნეოდა, ნებისმიერ სოციალურ ურთიერთობაში.

თავად განსაჯეთ, ურწმუნო უფროსი უფრო ნაკლებად მოსთხოვს ზარმაც თანამშრომელს, ვიდრე, მაგალითად, მორწმუნე?

ურწმუნო ცოლი ნაკლებად მოსთხოვს უსაქმურ მეუღლეს, ვიდრე მორწმუნე?

ან ჭორიკანა უბნის მეზობლები ნაკლებად გაკიცხავენ მათ უსაქმურ მეზობელს, მიუხედავად მათი რწმენისა?

მიუხედავად ამისა, ძნელად შეიძლება ითქვას, რომ დროთა განმავლობაში უსაქმურობის, როგორც მოვლენის ირგვლივ არაფერი შეცვლილა.

როცა უსაქმურობის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, თანამედროვე ადამიანი ბევრ საათს ატარებს უსაქმოდ, ხშირად ამას არც კი ამჩნევს. ამის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა ცივილიზაციის ისეთი ინოვაცია, როგორიცაა ინტერნეტი.

ტრადიციული უსაქმურობა არც ისე ხშირი მოვლენაა თანამედროვე სამყაროში - დრო უსაქმურად რომ გაატაროთ, ეს დრო უნდა გქონდეთ, რითაც თანამედროვე ცხოვრების რიტმი არ გვანებივრებს, ამიტომაც, ასეთი შესაძლებლობა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი.

არსებული რეალობის თანახმად, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იმუშაოს მინიმუმ 8 საათი დღეში, კვირაში 5 დღე, რათა უზრუნველყოს საკუთარი თავი და ოჯახი ცხოვრების ნორმალური დონით.

განსაკუთრებით, ვისაც ოჯახი, შვილები, ნათესავების ჯარი ჰყავთ და გარდა ამისა, უვლიან ხანდაზმულ მშობლებს, გამონაკლისის გარეშე თითქმის განიცდიან დროის ქრონიკულ დეფიციტს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენს დროში ამ მანკიერებამ არ დაკარგა აქტუალობა.

როცა უსაქმურობის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, თანამედროვე ადამიანი ბევრ საათს ატარებს უსაქმოდ, ხშირად ამას არც კი ამჩნევს. ამის საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა ცივილიზაციის ისეთი ინოვაცია, როგორიცაა ინტერნეტი.

მაგალითად, ავიღოთ სოციალური მედია, რომელიც ნამდვილად არ არის საშიში, ხშირად სასარგებლოც კია, თუ ადამიანი მას რაციონალურად იყენებს, ისე, რომ საკუთარ თავს არ მიაყენოს ზიანი, თუმცა უფრო ხშირად საპირისპირო ხდება.

სოციალური მედიის მომხმარებლები დიდ დროს ხარჯავენ სელფის გადაღებაში, რესტორნის საკვების ფოტოებისა და შინაური ცხოველების სხვადასხვა კუთხით წარმოჩენაში.

აქ ისინი მუდმივ კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან, მესენჯერის გამოყენებით, დავობენ სხვადასხვა საკითხზზე - კომენტარებში, კამათობენ არაარსებით საკითხებზე.

ეს ყველაფერი ხდება დროსა და სივრცის შეგრძნების გარეშე, დღედაღამე.

რა თქმა უნდა, ფოტოებისა და ვიდეოების ყველა ამ ნაკადს, დაუსრულებელ ონლაინ ბრძოლებსა და ახალი ამბების ნაკადის უაზრო მიმოხილვას, არავინ ეძახის უსაქმურობას. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა ვაფურთხოთ ჭერზე საათობით, როდესაც შეგვიძლია სმარტფონის მეშვეობით გავატაროთ თითოეული თავისუფალი წუთი?

ინტერნეტით აქტიურად შეცვლილი ტელევიზორი, ოდნავ მაინც კარგავს ადგილს, მაგრამ ამჟამინდელი ფორმით ის დროის დაკარგვის მრავალ შესაძლებლობასაც იძლევა.

სხვადასხვა თოქ-შოუები, დისკუსიები, დებატები, საათობრივი გადაცემები პოლიტიკის შესახებ, რომელთა ნახვა მაყურებელს უძლიერებს საკუთარი პოლიტიკური ალღოსა და სოციალური მნიშვნელობის რწმენას, დაუმთავრებელი და უაზრო ტელესერიალების ყურება, რომლებიც დროის უყაირათოდ ხარჯვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.

ინტერნეტით აქტიურად შეცვლილი ტელევიზორი, ოდნავ მაინც კარგავს ადგილს, მაგრამ ამჟამინდელი ფორმით ის დროის დაკარგვის მრავალ შესაძლებლობასაც კვლავინდებურად იძლევა.

თუ ზოგიერთი ჩვენგან არ არის დამოკიდებული ტელევიზიაზე და არც ინტერნეტზე, არსებობს სხვა ბევრი დროის კარგვის შესაძლებლობა, მაგალითად შოპინგი.

მაღაზიებში სიარული დიდი დროის განმავლობაში, ზოგჯერ მკაფიო სავაჭრო გეგმით, ზოგჯერ მის გარეშე, და ზოგჯერ სრულიად უმიზნოდ.

შედეგად, რეალურ შესყიდვებსაც ვახორციელებთ, თუმცა ამაში 3-ჯერ მეტ დროის რესურს ვფლანგავთ, ვიდრე ეს რეალურად არის საჭირო.

თითოეული ზემოთ მოცემული უსაქმოდ ყოფნის მეთოდი მოკლე ხნიანია, ხშირად რამდენიმეს ვიყენებთ, თუმცა როგორც არ უნდა იყოს უსაქმურობის უნარი ვითარდება, არა იმდენად ხანგრძლივობით, არამედ მოქმედების რეგულარობით.

ამ მხრივ, დღეში ორი საათის გაფლანგვაც კი საკმარისია უსაქმურობის მანკიერი ჩვევის ჩამოყალიბებისათვის.

დროთა განმავლობაში, უსაქმურად დროის გატარების სურვილი მხოლოდ იზრდება და ამ სურვილის წინააღმდეგობის გაწევის ძალა და სულ უფრო და უფრო მცირდება.

შედეგი ბუნებრივად სავალალო ხდება: უსაქმურობას მიჩვეული ადამიანი წყვეტს დროის დაფასებას. ინტერნეტში ხუთი წუთით შესულმა, შესაძლოა ნახევარი დღე ადვილად გაატაროს ისეთ მოქმედებებში, რომლებსაც არანაირი სარგებელი და მიზანი არ გააჩნიათ.

ძნელია საუბარი ასეთი ადამიანის სიცოცხლის პერსპექტივებზე, სულიერი ცხოვრების დაწყებაზე საერთოდ ვერ ვისაუბრებთ, რადგან იგი გაცილებით მეტ მონდომებას, კონცენტრაციას, თანმიმდევრულობას და მოქმედებას მოითხოვს, ვიდრე ამქვეყნიური ცხოვრება.

დასკვნის გაკეთება მარტივია: ისწავლეთ, გამოიყენეთ თითოეული წუთი, რადგან უსაქმურობაში დაკარგული ყოველი საათი და წუთი უბედურების დასაწყისია. დროის გაფლანგვის შემდეგ თქვენ გესახებათ გაფლანგული ცხოვრების სამწუხარო პერპსექტივაც.

საკვანძო სიტყვები: ცოდვა
თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus